ავტორი:

"გვიმლაურის სკოლის გამორჩეულ მოსწავლეს ჯამბულათ ხოფერიას სახელობის სტიპენდია დაენიშნება" - გიორგი კეკელიძე

"გვიმლაურის სკოლის გამორჩეულ მოსწავლეს ჯამბულათ ხოფერიას სახელობის სტიპენდია დაენიშნება" - გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს, რომ მათი ფონდი სოფელ გვიმლაურის სკოლის გამორჩეულ მოსწავლეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მაბერძოლის, ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავს.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

"ხვალ ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში, გამორჩეულ გურულ ბიჭს, ჯამბულათ ხოფერიას დაკრძალავენ, რომელიც უკრაინის ომში გმირულად დაიღუპა. ჩვენი ფონდი სოფელ გვიმბალაურის საუკეთესო მოსწავლეს ჯამბულათის სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავს. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული ნაბიჯი მისი ხსოვნის პატივსაცემად" - წერს კეკელიძე.

ცნობისთვის, უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს მშობლიურ გვიმბალაურში დღეს დაკრძალავენ. ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია 1 დეკემბერს დაიღუპა. ის, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა. ხოფერია რამდენიმედღიანი მკურნალობის მიუხედავად, ძლიერი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის ომს 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.