ავტორი:

"მათ საფეხბურთო სამყარო გაანათეს" - რას წერს უცხოური გამოცემა ქართველ ფეხბურთელებზე?

"მათ საფეხბურთო სამყარო გაანათეს" - რას წერს უცხოური გამოცემა ქართველ ფეხბურთელებზე?

უცხოური გამოცემა Footballparadise.com-ის ჟურნალისტი რაფაელ ადელუგბა ახალგაზრდა ფეხბურთელების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

"ქართული ფეხბურთი საფეხბურთო რუკაზე ყველაზე ცნობილი ადგილი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მამარდაშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის ბოლოდროინდელმა თამაშებმა საფეხბურთო სამყარო გაანათა. ყურადღება აუცილებლად უნდა მიექცეს იმას, თუ როგორ ტალანტებს ჩუქნის საქართველო ევროპას.

საქართველოს ჩემპიონატის დონე არც ისე მაღალია, მაგრამ ამ ფეხბურთელებმა ასპარეზობა სწორედ მშობლიურ ლიგაში დაიწყეს. ქვეყნის დედაქალაქის კლუბი, თბილისის "დინამო", საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იყო, 1981 წელს კი უეფას თასების მფლობელთა თასი მოიგეს. "დინამო" ერთადერთ ქართულ კლუბად რჩება, რომელმაც ევროპული თასი მოიპოვა.

მიუხედავად წარმატებული წარსულისა, დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში, საქართველოს არასდროს მიუღია მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე. ნაკრების მთავარ მიზანს პერსპექტიულ მოთამაშეთა ბირთვის ჩამოყალიბება წარმოადგენს, რომელიც წარმატების მიღწევას შეძლებს. გააგრძელეთ კითხვა