ავტორი:

5 რამ, რაც ახალ წლამდე უნდა გააკეთოთ

5 რამ, რაც ახალ წლამდე უნდა გააკეთოთ

გეგმები, უკეთესის მოლოდინი, ბევრი სიახლე, თავგადასავლები – არაფერი ისე არ ასოცირდება ამ ყველაფერთან, როგორც ახალი წელი. დეკემბერი ხომ სწორედ მომავალი წლის დაგეგმვის საუკეთესო დროა! თუმცა, ვიდრე მომავალ წელზე ზრუნვას დაიწყებთ, არის რამდენიმე რამ, რაც მიმდინარე წელს უნდა გააკეთოთ და პირველ იანვარს ისე შეხვდეთ. ასე უფრო მარტივად შეძლებთ თითოეული დასახული მიზნის მიღწევას და ოცნებების ასრულებას.

1. შეადგინეთ მომავალ წელს შესასრულებელი გეგმებისა და ოცნებები სია

რას გეგმავთ მომავალ წელს? სამოგზაუროდ წასვლას? თუ ახალი ბინის შეძენას? იქნებ ტექნიკისა და ავტომობილის განახლება გსურთ?! ადამიანს ყოველთვის ბევრი გეგმა აქვს, მაგრამ რაც უფრო კონკრეტული და გაწერილია იგი, შესრულების მეტი შანსია. სწორედ ამიტომ ჩამოწერეთ ყველაფერი, რის განხორციელებასაც გეგმავთ და თითოეულ მათგანს განსახორციელებლად საჭირო ნაბიჯებიც მიაწერეთ. მაგალითად, თუ ბინის შეძენას გეგმავთ, კარგად მოიფიქრეთ როგორი ბინა გსურთ და ბიუჯეტიც დაითვალეთ; დაიანგარიშეთ, ყოველთვიურად რამდენის გადადება მოგიწევთ, რომელი ხარჯები უნდა ჩაანაცვლოთ ამ თანხით და ა. შ. დეტალურად გაწერილი გეგმა მიზნის მისაღწევად წინ გადადგმული ერთი ნაბიჯია.

2. აიხდინეთ ერთი ოცნება მაინც

თუ თქვენი ოცნებების გჯერათ, ისინი აუცილებლად აგიხდებათ. ნურც მათ შესრულებას გადადებთ ძალიან შორის. კომპანიების წინასაახალწლო შეთავაზებების დიდი ნაწილიც ხომ სწორედ ოცნებების ახდენაზეა მორგებული. გადახედეთ წინასაახალწლო შეთავაზებებს და ერთი ოცნება მაინც აისრულეთ, ვიდრე ახალი წელი მოვა.

მაგალითად, თუ თქვენი ოცნება შავი ზღვის სანაპიროზე აპარტამენტის შეძენაა, გეტყვით, რომ „ტოპლაინ ქონსთრაქშენი“ ამ ოცნების ასრულებას 51 111-ლარიანი დანაზოგით გთავაზობთ. შეთავაზება იმდენად შთამბეჭდავია, რომ მასზე მაშინაც კი დაფიქრდებით, თუ ზღვისპირეთში აპარტამენტის შეძენაზე აქამდე არ გიფიქრიათ.

შეკვეთილში მრავალფუნქციური კომპლექსის, FIDELIO-ს დასრულება 2023 წლის ბოლოს იგეგმება. პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი, რომელიც ზღვიდან 150 მეტრში, ტყის კორომში მდებარეობს, 82 პრემიუმ კლასის აპარტამენტისგან შედგება და მისი მშენებლობა ევროპულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით მიმდინარეობს. კომპანია მომხმარებლებს ენერგოეფექტურ, კეთილმოწყობილ აპარტამენტებს რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით ჩააბარებს. პროექტი FIDELIO-ს აპარტამენტები უნიკალურია როგორც პირადი მოხმარებისთვის, ასევე საინვესტიციოდ. მომავალ მესაკუთრეს საშუალება ეძლევა ითანამშრომლოს ფრანგულ კომპანიასთან გაქირავების კუთხით და მიიღოს შემოსავალი ქართული და ევროპული ბაზრებიდან.

წინასაახალწლო შეთავაზების ფარგლებში 1 კვ.მ-ის შეძენას 1250$-ის ნაცვლად 1000 $-ად შეძლებთ. ნუ დაკარგავთ ოცნებების ახდენის შანსს, მოხვდით 10 იღბლიანს შორის და შეიძინეთ აპარტამენტი შეკვეთილში 51 111-ლარიანი ფასდაკლებით. აქცია ძალაშია 31 დეკემბრამდე.

3. შეიმოწმეთ ჯანმრთელობა

ოცნებების ასახდენად აუცილებელია, რომ ჯანმრთელები იყოთ. ამიტომ წინასაახალწლო დღეებში აუცილებლად ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევები და ახალ წელს მხნედ შეხვდით. გამოყავით ერთი დღე ოჯახის ექიმთან კონსულტაციისთვის, ჩაიტარეთ მის მიერ გამოწერილი კვლევები და დარწმუნდით, რომ ჯანმრთელად ხართ. ასე უფრო მშვიდად შეძლებთ გეგმების დასახვას, ასევე მათი განხორციელებისთვისაც მეტი მოტივაცია და ენერგია გექნებათ.

4. გააკეთეთ რამე პირველად, რაც აქამდე არასდროს გიცდიათ

2022 წელს ისე ნუ დაასრულებთ, რომ რამე ახალი და გიჟური არ გააკეთოთ. 21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანების ცხოვრება სტრესითა და რუტინული საქმიანობითაა სავსე, მნიშვნელოვანია, რომ რაღაც სიახლე შეიტანოთ ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს რამე გიჟური, რაც ადრენალინის გამოყოფასაც შეუწყობს ხელს. ადრენალინი ხომ სტრესის გადატანაში გეხმარებათ და მოტივაციასაც გმატებთ. მაგალითად, საჰაერო ბუშტით აფრენაზე რას იტყვით? ან იქნებ ზიპლაინით დაშვება გირჩევნიათ. იქნებ სულაც სამოყვარულო ცეკვის ან ფიგურული სრიალის წრეზე სიარული გირჩევნიათ? ამ ყველაფრის განსახორციელებლად წინასაახალწლო დღეები საუკეთესო პერიოდია.

5. უთხარით ახლობელ ადამიანებს, რომ გიყვართ

ბოლოს როდის უთხარით, თქვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს, რომ გიყვართ? ან ზოგადად, მათ ნახვას და ნამდვილ ურთიერთობას რამდენად ხშირად ახერხებთ? დიდი ალბათობით არც ისე ხშირად. დეკემბრის მიწურული საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ ყველას დაურეკოთ, შეხვდეთ და უთხრათ, რომ გიყვართ, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანები არიან და მათ ძალიან აფასებთ. ეს დადებითი ემოციებით აგავსებთ როგორც თქვენ, ისე მათ. როგორც ამბობენ, ახალი წელი პოზიტიურად უნდა დაიწყოთ, სიყვარულის გამოხატვა წლის საუკეთესო დასაწყისი იქნება!