ავტორი:

14 დეკემბერს "სითი მოლი საბურთალოს" "ბიბლუსში" პატარების სურვილების ასრულებაზე თოვლის ბაბუა იზრუნებს

14 დეკემბერს "სითი მოლი საბურთალოს" "ბიბლუსში" პატარების სურვილების ასრულებაზე თოვლის ბაბუა იზრუნებს

14 დეკემბერს 19:00 საათიდან 22:00 საათამდე „სითი მოლი საბურთალოს“ „ბიბლუსის“ ფილიალთან პატარებს თოვლის ბაბუა უმასპინძლებს და მათი სურვილების ასრულებაზე იზრუნებს.

10 წლამდე სტუმრებს საშუალება ექნებათ, სპეციალურ ბლანკზე მონიშნონ სასურველი წიგნი, დატოვონ საკონტაქტო ნომერი და მოათავსონ ყუთში, შეხვდნენ თოვლის ბაბუას, მასთან ერთად გადაიღონ ფოტოები და უამბონ ახალი წლის სურვილების შესახებ. თოვლის ბაბუა თითოეულ სურვილს „ბიბლუსის“ ელფებთან ერთად გაეცნობა და 24 დეკემბერს სპეციალურად ბავშვებისთვის გამართულ ღონისძიებაზე ყველას დაახვედრებს საჩუქარს. მშობლები პატარებთან ერთად ღონისძიებაზე მიწვევას წინა დღეებში მიიღებენ.

„გვსურს, პატარები ჯადოსნურ ახალ წელს კიდევ უფრო ხალისიანად შეხვდნენ, ამიტომ ჩვენი თოვლის ბაბუა და ელფები მათი განწყობის ამაღლებაზე იზრუნებენ, თანაც წიგნი ხომ საუკეთესო საჩუქარია“, - აღნიშნეს „ბიბლუსში“.

აირჩიე სასურველი წიგნი და გჯეროდეს, რომ სურვილები ხდება.

R