ავტორი:

კონგრესის 6 იანვრის საგამოძიებო კომიტეტმა იუსტიციის დეპარტამენტს რეკომენდაცია მისცა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას

კონგრესის 6 იანვრის საგამოძიებო კომიტეტმა იუსტიციის დეპარტამენტს რეკომენდაცია მისცა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას

კონგრესის 6 იანვრის საგამოძიებო კომიტეტმა, რომელიც აშშ-ის კაპიტოლიუმში 2021 წელს მომხდარ შეჭრას იძიებს, იუსტიციის დეპარტამენტს რეკომენდაცია მისცა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას.

კომიტეტის განცხადებით, თეთრი სახლის ყოფილ ლიდერს ოთხი დანაშაულის გამო უნდა წაუყენონ ბრალი, მათ შორისაა ამბოხი.

თუმცა, როგორც მედია წერს, იუსტიციის დეპარტამენტის გადასაწყვეტია, ოფიციალურად აღძრას თუ არა სისხლის სამართლის საქმე ტრამპის წინააღმდეგ.

იუსტიციის დეპარტამენტი არ არის ვალდებული შეასრულოს კონგრესის 6 იანვრის საგამოძიებო კომიტეტის რეკომენდაცია.

ამერიკული მედიის ცნობით, კომიტეტის საბოლოო ანგარიში ოთხშაბათს გამოქვეყნდება.

მათივე ცნობით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დონალდ ტრამპს შესაძლოა 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქროს.2021 წლის 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები თავს მას შემდეგ, დაესხნენ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა 2020 წლის არჩევნები მოიპარა.

ტრამპმა გასულ თვეში გამოაცხადა, რომ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.