ავტორი:

ქუთაისის ცენტრში ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარია

ქუთაისის ცენტრში ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარია

ქუთაისის ცენტრში ხანძარია. გალაქტიონ ტაბიძის ქუჩაზე სასტუმრო "აიეტი" იწვის. ცეცხლი ოთხსართულიანი შენობის სხვენში გაჩნდა.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო ჯგუფები მუშაობენ.

პოლიციამ პერიმეტრი გადაკეტა. სასტუმროდან ევაკუაცია განხორციელდა.