ავტორი:

"უკრაინა გაზაფხულზე დიდ შეტევას გეგმავს" - რა ინფორმაცია აქვს უკრაინის დაზვერვას?

"უკრაინა გაზაფხულზე დიდ შეტევას გეგმავს" - რა ინფორმაცია აქვს უკრაინის დაზვერვას?

უკრაინა გაზაფხულზე დიდ შეტევას გეგმავს, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ბუდანოვის თქმით, ყველაზე სასტიკი ბრძოლები მარტშია მოსალოდნელი.

"ეს არის ტერიტორიების გათავისუფლება და რუსეთის ფედერაციისთვის საბოლოო მარცხის მიყენება“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

მან აღნიშნა, რომ შეტევა მთელი უკრაინის ტერიტორიაზე იქნება, „ყირიმიდან დონბასამდე“.

"ჩვენი მიზანია და ჩვენ მას მივაღწევთ, - 1991 წლის საზღვრებამდე დაბრუნება, ისეთის, როგორ უკრაინასაც აღიარებს საერთაშორისო სამართლის ყველა სუბიექტი”, - განაცხადა ბუდანოვმა.