ავტორი:

რა ხდება ცნობილი შეწყალებულ პატიმარზე, რომელიც უკრაინაში იბრძოდა: პრიგოჟინის "ვაგნერის" ერთ-ერთი მკვლელის ისტორია - "საშინელი ადამიანი", რომლის გამოჩენამაც ნაცნობები დაზაფრა

რა ხდება ცნობილი შეწყალებულ პატიმარზე, რომელიც უკრაინაში იბრძოდა: პრიგოჟინის "ვაგნერის" ერთ-ერთი მკვლელის ისტორია - "საშინელი ადამიანი", რომლის გამოჩენამაც ნაცნობები დაზაფრა

PMC Wagner-ის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინის თქმით, პატიმრების პირველ ჯგუფს, რომლებიც უკრაინაში იბრძოდნენ, ფრონტზე გატარებული ექვსთვიანი ვადის დასრულების შემდეგ, უკვე შეეხოთ შეწყალება. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA Novosti-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ართმევს ხელს პრიგოჟინი უნიფორმიან მამაკაცებს და ულოცავს თავისუფლებას. ვიდეოზე დაახლოებით 20 კაცი ჩანს. რისთვის იხდიდნენ ისინი სასჯელს, უცნობია.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?21" data-telegram-post="rian_ru/190566" data-width="100%"></script>

ჩანაწერით ცნობილი ხდება, რომ მათი კრიმინალური დოსიეები "გაასუფთავეს" და "გამბედაობისთვის“ ისინი რუსეთის სახელმწიფო ჯილდოებითაც დაასაჩუქრეს...

ვიდეოზე ნაჩვენებ პატიმრებს შორის BBC-მ ამოიცნო არაერთგზის მსჯავრდებული 34 წლის ანატოლი სალმინი, რომელიც ლენინგრადის რეგიონიდან გახლავთ. სალმინი ამოიცნეს ნაცნობებმაც. ვიდეოში პრიგოჟინის ფრაზაზე: "ალკოჰოლი ბოროტებაა, ნარკოტიკები ბოროტებაა, ქალები კარგია", პრიგოჟინის მარჯვნივ მდგომი სალმინი იწყებს სიცილს.

2010 წლამდე ის არაერთხელ იყო გასამართლებული, მათ შორის სამსახურის ადგილის არასანქცირებული მიტოვებისა და მანქანის ქურდობისთვის. ის პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

  • მკვლელობა მძიმე გარემოებებით

გათავისუფლების შემდეგ სალმინი თავის ნაცნობთან ერთად სათევზაოდ წავიდა, სადაც ალკოჰოლის მიღების შემდეგ იჩხუბეს. 2011 წელს გამოტანილი განაჩენის თანახმად, სალმინმა თანამებრძოლი მიწაზე დააგდო და თავში ქვა რამდენჯერმე ჩაარტყა. როდესაც კაცმა გონება დაკარგა, სალმინმა ის მდინარემდე მიათრია, კისერში მოჰკიდა ხელი და რამდენიმე წუთის განმავლობაში თავს წყალში აყოფინებდა. მოულოდნელად მამაკაცი გონს მოვიდა და ხელების ქნევა დაიწყო, მაგრამ 3-4 წუთის შემდეგ მოძრაობა შეწყვიტა. სალმინმა მისი ცხედარი წყალში დატოვა და წავიდა.

სასამართლომ სალმინი დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მაგრამ მან ციხე 2018 წელს, ისევ ვადაზე ადრე დატოვა...

სალმინს ახლო ნათესავი არ ჰყავს, ის ბავშვთა სახლშია გაზრდილი. სასამართლო დოკუმენტებში წერია, რომ მას აქვს საშუალო სპეციალიზებული განათლება. სალმინი მუშაობდა სანტექნიკოსად, თუმცა არასოდეს ჰქონდა ოფიციალური სამსახური. დაქორწინებული იყო.

მისი ერთ-ერთი ნაცნობი BBC-სთან საუბარში ამბობს:

"ის იყო ძალიან კარგი, კეთილი, პასუხისმგებლიანი ადამიანი, მაგრამ მას შემდეგ მკვეთრად შეიცვალა, რაც ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო. ის სასტიკი გახდა".

გათავისუფლების შემდეგ სალმინი პიკალევოში ცხოვრობდა, სადაც ის რეგულარულად ჰპარავდა მეზობლებს ბალახის საკრეჭს, ტელევიზორს, მიკროტალღურ ღუმელს ან სარეცხის მანქანას, რის შემდეგაც ის კიდევ ერთხელ დააკავეს და გაასამართლეს. სასამართლო პროცესზე სალმინმა აღიარა ყველა ქურდობა.

”ეს არის მცირე ნაწილი იმ დანაშაულებისა, რაც მან ჩაიდინა,” - ამბობს მისი ნაცნობი. - ეს მხოლოდ ის ხალხია, ვინც გაბედა მის წინააღმდეგ განცხადების დაწერა. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც დუმდნენ, რომლებსაც ჯერ კიდევ ძალიან ეშინიათ, რომ ის ჩვენს ქალაქში დაბრუნდება. და მეც ძალიან მეშინია, რომ ის შურს იძიებს. სალმინი საშინელი ადამიანია".

ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ ის შეიძლება ასევე გარეული იყოს სასტიკ დანაშაულში, რომლის მსხვერპლიც მისი საყვარელი ქალი იყო.

სასამართლომ მრავალი ქურდობის საქმე განიხილა და სალმინს ორწელნახევრიანი პატიმრობა მკაცრი რეჟიმის ციხეში მიუსაჯა. ის სწორედ კოლონიაში ყოფნისას შევიდა "PMC Wagner“-ის რიგებში და გაემგზავრა უკრაინაში.

”ვიცოდი, რომ ის საბრძოლველად იყო წასული, მაგრამ აგვისტოში გავიგე ჭორები, რომ თითქოს იქ მოკლეს. ახლა კი ვნახე ეს ვიდეო, თუ როგორ დააჯილდოვეს... რისთვის? ჩემთვის ეს სიველურეა, როდესაც ანატოლის მსგავს ადამიანს გმირს უწოდებენ", - განუცხადა სალმინის ნაცნობმა BBC-ს.

პრიგოჟინთან შეხვედრის ვიდეოში შეწყალებული პატიმრები ამბობენ, რომ ომმა შეცვალა ისინი და ახლა სხვა ადამიანები გახდნენ.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აქ შევიძინე ოჯახი - ძმები, მენტორები - უფროსი ძმები და მეთაურები - მამები. მე თვითონ ვარ ბავშვთა სახლიდან და ისინი არასოდეს მყოლია", - ამბობს სალმინი ვიდეოში...

  • ხელშეკრულების პირობები

პირველი ცნობები, რომ რუსეთის სასჯელაღსრულების კოლონიებიდან უკრაინის ომში პატიმრების რეკრუტირება დაიწყეს, 2022 წლის ივნისში გამოჩნდა.

სექტემბერში, ინტერნეტში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მამაკაცი, რომელიც ევგენი პრიგოჟინს ჰგავს, მოედანზე გამოყვანილ პატიმრებს ესაუბრება და უხსნის რეკრუტირების პირობებს. მამაკაცის თქმით, PMC მსჯავრდებულებთან ექვსთვიან კონტრაქტს აფორმებს. ვინც ამ ექვს თვეს ფრონტის ხაზზე გაატარებს და ცოცხალი გადარჩება, შეიწყალებენ და შესაძლოა, კოლონიაში აღარ დაბრუნდეს.

ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში რუსეთის გამოსასწორებელ კოლონიებში პატიმართა რაოდენობა 23 ათასი ადამიანით შემცირდა. უფლებადამცველი ორგანიზაცია "Rus Sitting"-ის ცნობით, ნოემბრისთვის 30 000-ზე მეტი პატიმარი გაემგზავრა ფრონტზე შემადგენლობაში.

დეკემბრის ბოლოს სამხედრო პენსიონერმა ვიტალი ვოტანოვსკიმ იპოვა PMC Wagner-ის სასაფლაო კრასნოდარის მხარეში, სადაც დაკრძალული არიან უკრაინაში დაღუპული პატიმრები. 20 დეკემბერს აქტივისტმა იქ 47 საფლავი დათვალა, 2 იანვარს კი უკვე ასზე მეტი იყო.

ის ფაქტი, რომ "ვაგნერის" სამხედროები სასაფლაოზე დაკრძალეს, კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა აღიარა. 67 დაკრძალულის მონაცემების შემოწმების შემდეგ BBC-მ დაადგინა, რომ ყველა მათგანი ნასამართლევია. ბევრი მათგანი გასამართლებული იყო მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, მათ შორის ახლო ნათესავების მიმართ.

იხილეთ ასევე: