ავტორი:

პუტინი ბახმუტის ახლოს მდებარე მაღაროს მარილსა და თაბაშირზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს

პუტინი ბახმუტის ახლოს მდებარე მაღაროს მარილსა და თაბაშირზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს

თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებით, ვლადიმერ პუტინი, უკრაინის ქალაქ ბახმუტთან ახლოს მდებარე მაღაროებიდან მარილსა და თაბაშირზე კონტროლის მოპოვებითაა დაინტერესებული. ბახმუტზე შეტევაში ყველაზე დიდ როლს "ვაგნერის" დაჯგუფება თამაშობს, რომელიც ევგენი პრიჟოგინის დაფუძნებულია.

აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, რუსეთის ქმედებები იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთის და პრიგოჟინის ბახმუტით "გატაცებას" ფულადი მოტივები განაპირობებს. ახალ წელს გავრცელებულ ვიდეოში, პრიგოჟინი ბახმუტთან ახლოს, სარდაფში სტუმრობისას გადაიღეს, რომელიც სავსე იყო მისი მებრძოლების ცხედრებით. აღსანიშნავია, რომ "ვაგნერის" ძირითად ძალას მსჯავრდებულები შეადგენენ. პრიგოჟინის თქმით, მისი მებრძოლები ზოგჯერ კვირები ცდილობდნენ ბახმუტში ერთი სახლის ხელში ჩაგდებას.

გასულ თვეში, უკრაინულმა ჯარებმა, რომლებიც ამ მხარეში იბრძოდნენ, Guardian-ს განუცხადეს, რომ აღმოსავლეთში მდებარე ბახმუტს არ გააჩნია რაიმე სტრატეგიული ღირებულება და კითხულობდნენ, თუ რატომ იყო რუსეთი ასე ორიენტირებული "ბახმუტის ხორცსაკეპით", როგორც თავად პრიჟოგინი უწოდებს ამ ქალაქს. "ბოლო ორი კვირის განმავლობაში შევნიშნეთ, რომ დაბომბვებმა და ქვეითთა თავდასხმებმა იმატა, თითქოს ისინი ბახმუტის აღებას ჩქარობენ. ეს იმასაც ნიშნავს, რომ უფრო დიდი ზარალი აქვთ",- ამბობდა უკრაინის 24-ე ბრიგადის წევრი, საშა.

ხუთშაბათის მონაცემებით, ვაგნერის 50 000-იანი ჯარიდან 4100-ზე მეტი დაიღუპა და 10 000 დაიჭრა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა