ავტორი:

"გთხოვთ, მოამზადოთ დოკუმენტები, რომლებშიც ეწერება ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე, ვინ არის პასუხისმგებელი წამებაზე" - ბრაუდერი სააკაშვილს

"გთხოვთ, მოამზადოთ დოკუმენტები, რომლებშიც ეწერება ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე, ვინ არის პასუხისმგებელი წამებაზე" - ბრაუდერი სააკაშვილს

Heritage foundation-ის აღმასრულებელ დირექტორი ბილ ბრაუდერი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წერილს პასუხობს. ბრაუდერი მოუწოდებს სააკაშვილს, მოამზადოს დოკუმენტები იმის შესახებ, თუ ვინ აფერხებს მისი მკურნალობის პროცესს და ჰპირდება, რომ ყველაფერს იღონებს "რომ დასავლეთის მთავრობებმა მაგნიტსკის სანქციებისთვის ამას ყურადღება მიაქციონ”

“მიხეილ, გთხოვთ, თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, რომელშიც ეწერება, ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე, ვინ არის პასუხისმგებელი წამებაზე და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დასავლეთის მთავრობებმა მაგნიტსკის სანქციებისთვის ამას ყურადღება მიაქციონ” - წერს "ტვიტერში" "მაგნიტსკის სიის" ავტორი ბილ ბროუდერი საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა წერილობით მიმართა ბრაუდერს და სთხოვა ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის" ახალი სიის წინასწარ შედგენაში დაეხმაროს.

ასევე იხილეთ: