ავტორი:

"ერთ პალატაში 3 კაცი, სამივეს პიროტექნიკა აგვიფეთქდა.. არ იყიდო საახალწლო ბრჭყვიალა სიკვდილი" - რას წერს შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილი

"ერთ პალატაში 3 კაცი, სამივეს პიროტექნიკა აგვიფეთქდა.. არ იყიდო საახალწლო ბრჭყვიალა სიკვდილი" - რას წერს შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილი

ახალი წლის ღამეს შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მიზეზი - ხელში აფეთქებული პიროტექნიკის აფეთქება გახლდათ.

ბაღდოშვილმა მარცხენა ხელი დაიზიანა და მისი მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო. ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს შეხვეული ხელის ფოტოს, წერს საკუთარ შეცდომაზე და პიროტექნიკის აკრძალვას ითხოვს.

"საკუთარი შეცდომის გაზიარებაა და არა ჩემი ხელის ტკივილის.

პირველად და უკანასკნელად შევიძინე. ერთ პალატაში 3 კაცი, სამივეს პიროტექნიკა აგვიფეთგდა.ეს ის მომენტია რომელზეც არასდროს მიფიქრია. ახლა კი დავდიქრდი და გვიანი არაა, რომ ვებრძოლოთ ერთად.

არ იყიდო საახალწლო ბრჭყვიალა სიკვდილი.

ააუკრძალეთ და გააფრთხილეთ თქვენ ირგვლივ. ყველას გთხოვთ, გადააზიარეთ.

საქართველოს მთავრობა, აკრძალეთ ფოერვერკები:

1.აზიანებს გარემოს

2.ასახიჩრებს

3.კლავს

4.აბრმავებს

6.ამახინჯებს

7.ფრინველები შინაური

8.ფრინველები, რომლებიც აქ ზამთრობენ

9.მტკვარში მაცხოვრებელი აკვატიკური ფრინველები

10. შინაური და შესაფარისის ძაღლები და კატები.

11.ცხოველები შინაური და გარეული

13.აზიანებს და წამლავს ფილტვებს

14.არ ეხმარება ეკონომიკას

და არ დავიღლები ჩამოთვლაში იმდენს ვნებს, კლავს და აზიანებს", - წერს გურამ ბაღდოშვილი.