ავტორი:

სომხეთი უარს ამბობს ОДКБ-ს ერთობლივი წვრთნების მასპინძლობაზე - ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ "ეს მიზანშეწონილი არ არის"

სომხეთი უარს ამბობს ОДКБ-ს ერთობლივი წვრთნების მასპინძლობაზე -  ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ "ეს მიზანშეწონილი არ არის"

სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ერთობლივ სამშვიდობო წვრთნებს წელს არ უმასპინძლებს, რადგან წვრთნების ჩატარება არსებულ ვითარებაში მიზანშეწონილი არ არის, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის თავდაცვის უწყებამ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებულ შტაბს შესაბამისი შეტყობინება უკვე გაუგზავნა.

"სომხეთის თავდაცვის მინისტრმა უკვე შეატყობინა ОДКБ-ს გაერთიანებულ შტაბს, რომ ამ ვითარებაში სომხეთში მსგავსი წვრთნების ჩატარება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ეს წვრთნები არ ჩატარდება სომხეთში, [მინიმუმ] მიმდინარე წელს“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო წვრთნები სომხეთში გაიმართება.