"ჩვენი ქვედანაყოფები აკონტროლებენ დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის მთელ ტერიტორიას", - ამის შესახებ რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს. განცხადება პრიგოჟინის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.
წყაროს ცნობით, რეალური შესაძლებლობა არსებობს, რომ "ვაგნერის“ წევრები ახლა რუსი მებრძოლების მეოთხედს, ან უფრო მეტს შეადგენენ.
თუმცა, როგორც მედია წერს, "ვაგნერის“ სამხედრო ეფექტურობა ბახმუტის მიმართულებით, სადაც მათი ძალები არიან კონცენტრირებულები, ჯერ კიდევ შეზღუდულად მიიჩნევა.
მედიის ცნობით, თუ რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადება დადასტურდება, რომ რუსმა სამხედროებმა ქალაქი სოლედარი დაიკავეს, მაშინ ეს რუსეთისთვის საბრძოლო ველზე პირველი ძირითადი წარმატება იქნება გასული ზაფხულის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია უკრაინას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.