ავტორი:

რუსეთის არმიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - ვინ არის ვალერი გერასიმოვი, რომელთან ერთადაც პუტინმა უკრაინაში შეჭრა დაგეგმა და ვისაც რუსეთის პრეზიდენტი უსმენს?

რუსეთის არმიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - ვინ არის ვალერი გერასიმოვი, რომელთან ერთადაც პუტინმა უკრაინაში შეჭრა დაგეგმა და ვისაც  რუსეთის პრეზიდენტი უსმენს?

რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული არმიის სარდლად, რომელიც უკრაინაში ომს აწარმოებს, გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი დაინიშნა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ყოფილი მეთაური სერგეი სუროვიკინი მისი სამი მოადგილიდან ერთ-ერთის თანამდებობას დაიკავებს. ის რჩება საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაურის თანამდებობაზეც.

"სპეციალური სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობის დონის ამაღლება დაკავშირებულია მისი განხორციელების პროცესში გადაჭრილი ამოცანების მასშტაბის გაფართოებასთან“ , - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ვინ არის ვალერი გერასიმოვი?

გერასიმოვი პუტინის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენს. სწორედ მისი, როგორც სამხედრო შტაბის უფროსის მოვალეობა იყო უკრაინაში შეჭრა და საქმის სწრაფად დასრულება. გერასიმოვმა ითამაშა დიდი როლი სხვადასხვა დროს ვლადიმერ პუტინის მიერ წამოწყებულ ომებში.

მიიჩნევა, რომ მას ჰქონდა მთავარი როლი უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაგეგმვის თვალსაზრისით. გასულ წლის თებერვალში კი ბელარუსში რუსი სამხედროების წვრთნებს აკონტროლებდა. გენერალმა გერასიმოვმა ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ყირიმის ანექსიის დროს.

ნახეთ ასევე: