ავტორი:

რუსი პილოტი, რომელიც 2008 წელს, ცხინვალთან ჩამოგდების შემდეგ, ქართველმა მარო ბებომ გადაარჩინა, კიევის დიდ მტრად იქცა...

რუსი პილოტი, რომელიც 2008 წელს, ცხინვალთან ჩამოგდების შემდეგ, ქართველმა მარო ბებომ გადაარჩინა, კიევის დიდ მტრად იქცა...

ცხინვალთან ჩამოგდებული და მარო ბებოს გადარჩენილი რუსი პილოტი კიევის მთავარ მტრად იქცა

ოდესაში დაბადებულ რუს გენერალ კობილაშს უკრაინის მართლმსაჯულება სამუდამო პატიმრობით მარიუპოლის დაუნდობელი საჰაერო დაბომბვებისთვისაც ემუქრება..

ახალი წლის დადგომიდან სამ დღეში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბრალდება წაუყენა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული მოქმედების ავიაციის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშს იმისთვის, რომ მას დაქვემდებარებული სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენებიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტებით იბომბება უკრაინის ქალაქები და იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რისთვისაც უკრაინის კანონით გათვალისწინებულია მაქსიმალური სასჯელი - სამუდამო პატიმრობა.

რუსი გენერალი კობილაში უკრაინის ერთ-ერთ მთავარ პირად მტრად უფრო მას შემდეგ გადაიქცა, რაც ახალი წლის წინა დღეებში რუსეთის სტრატეგიულმა ავიაციამ უმოწყალოდ დაბომბა უკრაინის ქალაქები, მათ შორის კიევიც.

კობილაში ვერ გახდებოდა უკრაინის ქალაქების დამანგრეველი, რომ თავის დროზე ის... ქართველ მარო ბებოს არ გადაერჩინა.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს რუსი პილოტი თხუთმეტი წლის წინ ცხინვალთან ჩამოვაგდეთ და რომ არა ქართველი ბებოს გულჩვილობა, ის ვერ უხელმძღვანელებდა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ საჰაერო დაბომბვებს.

2008 წლის 9 აგვისტოს, დილის 10:30 სთ-ზე ორმა რუსულმა Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა გორიდან ცხინვალისკენ მიმავალი ქართული სამხედრო კოლონის საჰაერო დაბომბვა სცადა. საპასუხო ცეცხლის შედეგად საზენიტო რაკეტა ერთ-ერთი რუსული მოდერნიზებული მოიერიშე Су-25СМ-ის მარცხენა ძრავასთან აფეთქდა. თვითმფრინავს მართავდა ბუდიონოვსკის 368-ე მოიერიშე პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი კობილაში, რომლის პოლკის მფრინავები ორ დღეს ბომბავდნენ ქართულ მიწას.

პოლკოვნიკმა კობილაშმა შეწყვიტა ქართული კოლონის დაბომბვა და თავის გადასარჩენად დაზიანებული თვითმფრინავით გეზი რუსეთის საზღვრისკენ აიღო, თუმცა ცხინვალის თავზე, დაახლოებით ათას მეტრ სიმაღლეზე გადაფრენისას, უკვე მეორე საზენიტო რაკეტა მიიღო "საჩუქრად", ამჯერად მარჯვენა ძრავაში (ალბათ, მეორე რაკეტა რუს პილოტს ოსმა სეპარატისტებმა ისევ რუსი სამხედროების გადაცემული საზენიტო "იგლით" მოარტყეს - ცხინვალის თავზე გამოჩენილი ყველა თვითმფრინავი მათ ქართველების ეგონათ). გააგრძელეთ კითხვა