ავტორი:

"რუსეთმა უკრაინაზე, შესაძლოა მასიური, შერეული ტიპის თავდასხმა განახორციელოს" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის თავდაცვა?

"რუსეთმა უკრაინაზე, შესაძლოა მასიური, შერეული ტიპის თავდასხმა განახორციელოს" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის თავდაცვა?

რუსეთი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში უკრაინაზე, ირანული წარმოების რაკეტებითა და დრონებით, მასიური თავდასხმისთვის ემზადება, - ამის შესახებ უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.

"სავარაუდოდ, მზადდება ასეთი თავდასხმა, რადგან საოკუპაციო ძალების მომზადების პერიოდულობა ასეთია: მათ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული მასიური თავდასხმის შემდეგ ხელახალი აღჭურვისთვის დაახლოებით 10-12-14 დღე სჭირდებათ. ვინაიდან, ისინი ახლა, ასე ვთქვათ, დაუმეგობრდნენ ამ პრაქტიკას და მოსწონთ, სავარაუდოა, რომ ამზადებენ ასეთი შეტევის განმეორებას“, - აღნიშნა გუმენიუკმა.

მისი თქმით, რუსულმა ძალებმა, შესაძლოა, შერეული ტიპის თავდასხმა განახორციელონ, ანუ თავდასხმა როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო ბაზირების რაკეტებით და ე.წ. "კამიკაძე- დრონებით".