ავტორი:

ტყიბულის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ძლიერი ქარის გამო, ხანძრის მეზობელ სახლებზე გავრცელების საშიშროება იყო.

შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ ტყიბულისა და ქუთაისის სახანძრო სამაშველო ბრიგადები, რომლებმაც ხანძრის ლოკალიზება მოახდინეს.

სახლი სრულიად დაიწვა და საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილზე ასევე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები.