ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით, უკრაინის მართლმსაჯულებამ აქტიური კვლევა დაიწყო" - გიული ალასანია

"მიხეილ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით, უკრაინის მართლმსაჯულებამ აქტიური კვლევა დაიწყო" - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით, უკრაინის მართლმსაჯულებამ აქტიური კვლევა დაიწყო.

როგორც გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა სახარბიელო მდგომარეობაში არ არის და დღითიდღე უარესდება.

"კახექსიური პროცესები გრძელდება და ღრმავდება. ამაზე ექიმები უკვე დიდი ხანია ლაპარაკობდნენ. ცოტა ხნის წინ, ამერიკელი ექსპერტიც ლაპარაკობდა ამაზე. სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ არის, დღითიდღე უარესდება.

რაც შეეხება მეორე მხარეს, უკრაინული მხარე ძალიან გააქტიურებულია. უკრაინის მართლმსაჯულებამ აქტიური კვლევა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიული ალასანიამ.