ავტორი:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქალაქი სოლედარი აიღეს, უკრაინული მხარე კი ამას არ ადასტურებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქალაქი სოლედარი აიღეს, უკრაინული მხარე კი ამას არ ადასტურებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარზე კონტროლი დაამყარეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ქალაქი ხუთშაბათს საღამოს აიღეს.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა დღეს განაცხადა, რომ წუხელ ქალაქში ბრძოლა გრძელდებოდა და სიტუაცია რთული იყო, თუმცა უკრაინელი ჯარისკაცები "მამაცურად ცდილობენ თავდაცვის ხაზის შენარჩუნებას“.

რუსეთის განცხადება, რომ მისმა ძალებმა აიღეს ქალაქი სოლედარი სიმართლეს არ შეესაბამება, - ასე პასუხობს უკრაინის აღმოსავლეთ სამხედრო სარდლობის სპიკერი, სერჰი ჩერევატა რუსეთის თავდაცვის უწყების განაცხადს.

"არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ქალაქში ბრძოლები მიმდინარეობს“, - განაცხადა ჩერევატამ.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დაიკავეს.

ასევე იხილეთ: