ავტორი:

რა წერია რეზოლუციაში, რომელიც პოლონეთის სეიმმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიიღო?

რა წერია რეზოლუციაში, რომელიც პოლონეთის სეიმმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიიღო?

პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, მიხეილ სააკაშვილს გლობალური სტანდარტების დამაკმაყოფილებელი საჭირო მკურნალობა მიეცეს. ამის შესახებ პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატის (სეიმის) მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დრამატული მდგომარეობის შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაციის გამო, მათ შორის სამედიცინო დიაგნოზების გამო, რომლებიც ადასტურებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფად გაუარესებას, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ჰუმანიტარიზმის უნივერსალური პრინციპები, რომელთა მიხედვითაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უმაღლესი ღირებულებაა”, - წერია რეზოლუციის ტექსტში.

პოლონეთის დეპუტატები მოითხოვენ “მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ მიეცეს გლობალური სტანდარტების შესაბამისი საჭირო სპეციალიზებული მკურნალობა”.

რეზოლუცია აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს, რომ მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ იგი მზად არის ქვეყანაში დაბრუნდეს სასამართლო საქმეების შემდგომი გარჩევისთვის.

სეიმი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად საერთაშორისო თანამეგობრობისადმი სოლიდარობისა და დაჟინებული ქმედებებისთვის მიმართვისას მან გაითვალისწინა მისი „მნიშვნელოვანი წვლილი ქართველების პროევროპული დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში, რის შედეგადაც 2022 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა”.