ავტორი:

"ქართული ოცნების" ლიდერების "სელფი" ნეაპოლიდან - კობახიძე, პაპუაშვილი, ოდიშარია და სხვები კვარაცხელიას სტადიონიდან გულშემატკივრობდნენ

"ქართული ოცნების" ლიდერების "სელფი" ნეაპოლიდან - კობახიძე, პაპუაშვილი, ოდიშარია და სხვები კვარაცხელიას სტადიონიდან გულშემატკივრობდნენ

გუშინ სრულიად საქართველოს ყურადღება "დიეგო მარადონასკენ" იყო მიმართული, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი შოუ გვაჩვენა. "კვარას" "ნაპოლიმ" "იუვენტური" გამანადგურებელი ანგარიშით, 5:1 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და უდიდესი როლი ითამაშა მატჩის ბედის წარმართვაში.

უნდა აღინოშნოს, ტრავმის შემდეგ კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნებისა და 2 რთული მატჩის შემდეგ მის მიმართ უარყოფითი შეფასებები კრიტიკოსებმა არ დაიშურეს, თუმცა გუშინდელი მატჩის შემდეგ ამ შეფასებების უკან წაღება მოუწევთ, ქართველი ძველებურად ათამაშდა და "ნაპოლის" თამაშის ხარისხიც გაუმჯობესდა. სპალეტიმ ხვიჩა 87-ე წუთზე შეცვალა, კვარაცხელია მარადონას სახელობის სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა ფეხზე წამომდგარმა, ტაშით გააცილა...

განსაკუთრებული მუხტი იგრძნობოდა სტადიონზე მყოფი ქართველებისგან, რომლებიც ნეაპოლში სპეციალურად ხვიჩას საგულშემატკივროდ ჩავიდნენ. მათ შორის იყვნენ "ოცნების" ლიდერები. ფოტო "ინსტაგრამზე" შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა. მასთან ერთად ირაკლი კობახიძე, ბექა ოდიშარია, ვიქტორ სანიკიძე, ირაკლი ჩიქოვანი და გიოგი ამილახვარი არიან.

ნახეთ ასევე: