ავტორი:

ამერიკაში 35 წლის ზუგდიდელი მამაკაცი გარდაიცვალა - არსებული ინფორმაციით, ის ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა

ამერიკაში 35 წლის ზუგდიდელი მამაკაცი გარდაიცვალა - არსებული ინფორმაციით, ის ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა

ამერიკაში, კერძოდ ფილადელფიაში ქართველ თორნიკე კვარაცხელია დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, 35 წლის ზუგდიდელი მამაკაცი ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია ის, რომ მას მეგობრები 11 იანვრიდან ეძებდნენ.

"შენთან სიკვდილი საიდან მოვიდა თორიკო? შენზე წარსულში როგორ უნდა ვილაპარაკოთ? გული, სული, ყველაფერი მტკივა და მიჭირს იმ რეალობის მიღება, რომლის წინაშეც დავდექით, წახვედი და თან გაიყოლე მთელი ჩვენი ბავშვობა და უდარდელი წლები, რომელიც ასე კარგად სწორედ შენს გამო მახსენდება, სწორედ შენ ხდიდი ყველა დღეს პოზიტიურს და სახალისოს, შენ გვიფერადებდი ყველა დღეს სკოლაში. რამდენი ტკბილი მოგონება გვაკავშირებს, თორიკო, რამდენიიი, როგორ მენანები, როგორ" - წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობრები.