ავტორი:

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო - რას წერს მედია?

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო - რას წერს მედია?

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, კრისტინ ლამბრეხტი თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ლამბრეხტი, კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, გადადგომას მომავალ კვირაში გეგმავს და თავის გადაწყვეტილების შესახებ მან შოლცს უკვე აცნობა.

გერმანული მედია ლამბრეხტის პოტენციურ მემკვიდრეებად რამდენიმე პირს ასახელებს, მათ შორის შეიარაღებული ძალების საპარლამენტო კომისარს, ევა ჰოგლის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელს, ლარს კლინგბეილსა და შრომის მინისტრს, ჰუბერტუს ჰაილს. გერმანიის თავდაცვის სამინისტროში ინფორმაციას არ ადასტურებენ.

„ჭორები, რომელზეც კომენტარს არ ვაკეთებთ“, - აღნიშნა უწყების პრესსპიკერმა.