ავტორი:

რუსულმა ძალებმა კიევი დაბომბეს - რა ვითარებაა ადგილზე?

რუსულმა ძალებმა კიევი დაბომბეს - რა ვითარებაა ადგილზე?

რუსულმა ძალებმა კიევის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოუწოდა უკრაინელებს, არ უგულებელყონ საჰაერო განგაში.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოკუპანტებმა სამიზნედ ისევ ინფრასტრუქტურული ობიექტი აირჩიეს.

მოგვიანებით კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა დედაქალაქის დნეპროვსკის რაიონი დაბომბეს.

„აფეთქებები დნეპროვსკის რაიონში. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური გაიგზავნა. დარჩით თავშესაფარში!" - დაწერა კლიჩკომ სოციალურ ქსელში.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.