ავტორი:

რიში სუნაკმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ბრიტანეთი მზადაა უკრაინას Challenger 2-ის ტანკები და დამატებითი საარტილერიო სისტემები მიაწოდოს

რიში სუნაკმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ბრიტანეთი მზადაა უკრაინას Challenger 2-ის ტანკები და დამატებითი საარტილერიო სისტემები მიაწოდოს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

Downing Street-ის ინფორმაციით, რიში სუნაკმა ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს ამბიციას უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გააძლიეროს, მათ შორის Challenger 2-ის ტანკებისა და დამატებითი საარტილერიო სისტემების მიწოდებით.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და უკრაინის პრეზიდენტი ამ მიმართულებით სხვა საერთაშორისო ვალდებულებებსაც მიესალმნენ, მათ შორის პოლონეთის შეთავაზებას Leopard-ის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით.

„პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის და გაერთიანებული სამეფოს მთელი მთავრობა ინტენსიურად იმუშავებენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა სწრაფად უზრუნველყონ ისეთი მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას მოიგოს ეს ომი და უზრუნველყოს ხანგრძლივი მშვიდობა“, - აღნიშნულია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.