ავტორი:

"თუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ძალის გამოყენება პასუხგაუცემელი დარჩება, ეს მსოფლიოში სხვაგანაც მოხდება" - ფუმიო კიშიდა

"თუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ძალის გამოყენება პასუხგაუცემელი დარჩება, ეს მსოფლიოში სხვაგანაც მოხდება" - ფუმიო კიშიდა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომი „ცივი ომის“ შემდგომი მსოფლიო წესრიგის სრულ დასასრულს ნიშნავს და თუ მოსკოვის მიერ ძალის გამოყენება პასუხგაუცემელი დარჩება, ეს მსოფლიოში სხვაგან, მათ შორის აზიაშიც, მოხდება, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ვაშინგტონში ვიზიტისას განაცხადა.

„საერთაშორისო საზოგადოება ისტორიულ გარდამტეხ მომენტში იმყოფება. თავისუფალი, ღია და სტაბილური საერთაშორისო წესრიგი, რომელსაც ჩვენ ვიცავთ, ახლა სერიოზული საფრთხის წინაშეა. არასოდეს დავუშვებთ სტატუს კვოს ძალის გამოყენებით ცალმხრივად შეცვლის მცდელობებს“, - აღნიშნა იაპონიის პრემიერმა.

მან ჩინეთზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ შეერთებულმა შტატებმა, ევროპამ და იაპონიამ ჩინეთთან დაკავშირებით ერთობლივად უნდა იმოქმედონ.

მისივე თქმით, ჩინეთი მთავარი გამოწვევაა როგორც იაპონიისთვის, ასევე აშშ-სთვის, რადგან ჩინეთის ხედვა საერთაშორისო წესრიგზე განსხვავდება ტოკიოსა და ვაშინგტონის შეხედულებებისგან.

„იაპონიისთვის, შეერთებული შტატებისა და ევროპისთვის აბსოლუტურად აუცილებელია, რომ ერთიანად მართონ ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან“, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.