ავტორი:

"ყველას ვიპოვით, ვინც ამ ტერორში მონაწილეობს, პასუხს ყველა აგებს... მის შესაჩერებლად ჩვენი პარტნიორების საწყობებში არსებული იარაღია საჭირო" - ზელენსკი

"ყველას ვიპოვით, ვინც ამ ტერორში მონაწილეობს, პასუხს ყველა აგებს... მის შესაჩერებლად ჩვენი პარტნიორების საწყობებში არსებული იარაღია საჭირო" - ზელენსკი

"რუსული ტერორის შესაჩერებლად ჩვენი პარტნიორების საწყობებში არსებული იარაღი არის საჭირო", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"შესაძლებელია რუსული ტერორის გაჩერება? - კი. შეიძლება ამის როგორმე სხვანაირად გაკეთება, ვიდრე უკრაინაში ბრძოლის ველზე? - სამწუხაროდ, არა. ეს შესაძლებელია და უნდა გავაკეთოთ ჩვენს მიწაზე, ჩვენს ცაში, ჩვენს ზღვაში.

რა არის ამისთვის საჭირო? - ის იარაღი, რომელიც ჩვენი პარტნიორების საწყობებშია და რომელსაც ჩვენი მეომრები ასე ელიან. არანაირ დარწმუნებებს ან დროს, რომელიც უბრალოდ გადის, არ შეუძლია ტერორისტების გაჩერება, რომლებიც მეთოდურად კლავენ ჩვენს ხალხს რაკეტებით, ირანში ნაყიდი დრონებით, თავიანთი არტილერიით, ტანკებითა და ნაღმმტყორცნებით. მთელმა მსოფლიომ იცის რას და როგორ შეუძლია იმათი გაჩერება, ვინც სიკვდილს თესავს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

  • ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 14 იანვარს უკრაინის მიმართულებით 30-ზე მეტი გაშვებული რუსული რაკეტიდან უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 20-ზე მეტი ჩამოაგდო, რისთვისაც უკრაინის საჰაერო ძალებსა და მეზენიტეებს მადლობა გადაუხადა.

"ყველას ვიპოვით, ვინც ამ ტერორში მონაწილეობს, პასუხს ყველა აგებს. მარადიული ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც წაიღო რუსულმა ტერორმა! მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ეს ბოროტება. დნიპროში ნანგრევების გაწმენდა გრძელდება. ყველა სამსახური მუშაობს. ჩვენ ვიბრძვით ყოველი ადამიანისთვის, ყოველი სიცოცხლისთვის. ჩვენ ვიპოვით ყველას, ვინც მონაწილეობს ამ ტერორში. ყველა აგებს მაქსიმალურ პასუხს”, - აცხადებს.

ცნობისთვის, 14 იანვარს რუსეთის ძალებმა დნიპროში მრავალსართულიანი სახლი დაბომბეს, რის შედეგადაც ბევრი ადამიანი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. დნიპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა.