ავტორი:

დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა - როგორი ვითარებაა ქალაქში

დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა - როგორი ვითარებაა ქალაქში

14 იანვარს, ქალაქ დნიპროში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი, მათ შორის 15 წლის გოგონა დაიღუპა, დაშავდა 73.

ინფორმაციას მედია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელზე, კირილო ტიმოშენკოზე, დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ვალენტინ რეზნიჩენკოსა და დნიპროს მერზე ბორის ფილატოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

რეზნიჩენკომ მოგვიანებით განაცხადა, რომ დაჭრილებიდან ყველაზე უმცროსი სამი წლისაა. ცხრა წლის გოგონას მდგომარეობა კი მძიმეა.