ავტორი:

ზუგდიდში 2 მაღაზია გაქურდეს

ზუგდიდში 2 მაღაზია გაქურდეს

ზუგდიდში რუსთაველისა და კედიას ქუჩაზე ორი მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, წაღებულია გარკვეული ოდენობის თანხა და თამბაქოს ნაწარმი.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეებმა მაღაზიების გასაღებების ასლი დაამზადეს და ტერიტორიაზე ამ გზით შეაღწიეს.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.