ავტორი:

"ბოლოს კლინიკაში რომ მოხვდა, მაშინ ვნახე. ძლივს გაახილა თვალი, ოდნავ აწია ხელი და შემდეგ ვაჟკაცურად: რუსეთის დედაო!" - რას წერს გიორგი ჩალაძე ბუბა კიკაბიძეზე

"ბოლოს კლინიკაში რომ მოხვდა, მაშინ ვნახე. ძლივს გაახილა თვალი, ოდნავ აწია ხელი და შემდეგ ვაჟკაცურად: რუსეთის დედაო!" - რას წერს გიორგი ჩალაძე ბუბა კიკაბიძეზე

84 წლის ასაკში კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა. საზოგადოება ქართული სცენის ვარსკვლავს ემშვიდობება. ცნობილი ქართველები სოციალურ ქსელში მასთან გამოსათხოვარ წერილებს ავრცელებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ჩალაძეე ერთ-ერთი მათ შორის, რომელმაც ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

"ბოლოს კლინიკაში რომ მოხვდა, მაშინ ვნახე. ფაქტიურად გათიშული შეაღვიძეს. ძლივს გაახილა თვალი, ოდნავ აწია ხელი და შემდეგ ვაჟკაცურად - რუსეთის დედაო! ამით დაასრულა. კაცი იყო ბუბა" - წერს ჩალაძე.

ასევე იხილეთ: