ირლანდიის ხელისუფლების, ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ირლანდიისთვის 85 მლრდ ევროს გამოყოფის შესახებ შეთანხმდნენ.
ირლანდიამ ევროკავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს დახმარების თხოვნით გასულ კვირას მიმართა. ფინანსური მხარდაჭერა ირლანდიას ვალების დასაფარად და საბანკო სისტემის განვითარებისთვის სჭირდება.
თანხის გამოყოფის პარალელურად, ქვეყანამ ეკონომიკისა და ფინანსურ სფეროში შექმნილი ვითარება უნდა გამოასწოროს. გეგმა უკვე მზადაა, მას განიხილავენ და დღესვე დაამტკიცებენ.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.