ავტორი:

"სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ, მოწამვლაც ამიტომ მოხდა - არ მგონია, რომ "ხალხის ძალა“ განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით გამოირჩევა" - გიული ალასანია

"სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ, მოწამვლაც ამიტომ მოხდა - არ მგონია, რომ "ხალხის ძალა“ განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით გამოირჩევა" - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ, მოწამვლაც ამიტომ მოხდა - მე არ მგონია "ხალხის ძალა“ ეს ის ხალხია, რომელიც განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით გამოირჩევა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მოძრაობა "ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას.

როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს.

"ჩვენ ამ თემაზე არ გვისაუბრია, ჩვენი სასაუბრო თემა ბუბა იყო. ისეთი ისტორია გავიგე, რომელიც მე არ ვიცოდი. ერთხელ, როცა რუსთავში ბუბამ მოინახულა, აღმოჩნდა ჩაკეტილ სივრცეში და ადამიანს ხუთვა დაეწყო, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, იმდენი ვურტყი ფეხი კარებს, რომ მაშინ თითი მომტყდა და მაინც ფანჯარა არ გაუღეს, რომ ავადმყოფ ადამიანს ჰაერი ჩაესუნთქა, ამიტომ, შეხვედრა შევწყვიტეო. გარდა ამისა, ისიც ფაქტია, რომ ჩვენთან ხანდახან მიცვალებულები უფრო უყვართ, ვიდრე ცოცხალი ადამიანები.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ, მოწამვლაც ამიტომ მოხდა. დიახ, რა თქმა უნდა, ამას ცდილობენ, მაგრამ რაც შეეხება ამ პროგნოზებს, მე არ მგონია "ხალხის ძალა“ ეს ის ხალხია, რომელიც განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით გამოირჩევიან. ჩემი შვილის შესაშინებლადაა და იმ ამერიკელებს უქნევენ თითს, როგორც ჩანს. პატრონები ჩვენ ვართ და ჩვენ რომ ვერ გვიგულისხმებენ ამ კონტექსტში, ეს ხომ ნათელია“,-განაცხადა ალასანიამ.

ამასთან, როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ისევე სუსტად არის, როგორც წინა შემთხვევებში იყო.

ცნობისთვის, "ხალხის ძალა“ მიიჩნევს, რომ სააკაშვილი თავის "პატრონებს" კონკრეტული თემებით აშანტაჟებს, ამ პირობებში კი ისინი ყველაფერს იღონებენ მის გასათავისუფლებლად, ხოლო თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, "რჩება გეგმა B, რომელიც სააკაშვილის ლიკვიდაციაში მდგომარეობს".

ასევე იხილეთ: