ავტორი:

ავიაკატასტროფა, რომლის დროსაც ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა, "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას მოხდა - მძიმე კადრები ნეპალში მომხდარი ტრაგედიის ადგილიდან

ავიაკატასტროფა, რომლის დროსაც ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა, "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას მოხდა -  მძიმე კადრები ნეპალში მომხდარი ტრაგედიის ადგილიდან

ნეპალის მთავარობის განცხადებით, პოხარას აეროპორტში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის არცერთი მგზავრი ცოცხალი არ გადარჩენილა. ბორტზე სულ 72 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 68 მგზავრი, 4 კი ეკიპაჟის წევრი. ამ მძიმე ტრაგედიის შემდეგ, ნეპალის მთავრობამ გლოვის დღე გამოაცხადა. The Kathmandu Post იტყობინება, რომ 68-დან 35 ცხედარი იდენტიფიცირებულია.

ავიახაზების ინფორმაციით, თვითმფრინავში 53 ნეპალელი და 15 უცხოელი მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ: 5 ინდოელი, 4 რუსი, 2 სამხრეთ კორეელი, არგენტინელი, ავსტრალიელი, ფრანგი და ირლანდიელი. გარდაცვლილთა შორის არის ნეპალელი ჟურნალისტი, ტრიბჰუვან პუდიალი. 37 წლის ტრიბჰუვანი ნეპალის ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი იყო.

გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ თვითმფრინავის ძირს დაშვების პროცესს ბორტზე მყოფი 4 ინდოელი მეგობარი იღებდა, როგორც "ფეისბუქის" ლაივ ვიდეოში ჩანს, ახალგაზრდა მამაკაცები პოხრაში სალოცავის მოსანახულებლად და პარაპლანით საფრენად მიემგზარებოდნენ.

"ძალიან სახალისო იყო", - ამბობს ლაივ ვიდეოში ერთ-ერთი მათგანი ქალაქის ხედის ყურებისას. მეგობრები იცინიან და ხუმრობენ. ამ დროისთვის ჯერ კიდევ სიმშვიდეა თვითმფრინავში. ტექნიკური პრობლემის შესახებ არც პილოტი და არც გამცილებლები არაფერს ამბობენ. თუმცა, წამებში, თვითმფრინავი ხმაურით გვერდზე იხრება და ნჯღრევა იწყებს, შემდეგ მისი მიწაზე დაცემის საზარელი ხმა ისმის და ეკრანი მთლიანად ცეცხლის ალით ივსება... (ეს ვიდეო ამჟამად აღარ იძებნება).

როგორც თვითმხილველები ყვებიან, თვითმფრინავის ერთი ფრთა ადგილობრივი მოქალაქის, გიტა სუნარის სახლიდან 12 მეტრში მიწას შეეჯახა: "თვითმფრინავი ჩვენს სახლთან ცოტა უფრო ახლოს რომ ჩამოვარდნილიყო, მთელ დასახლებას გაანადგურებდა“, - ამბობს ქალი.

"როიტერსის“ ცნობით, 2000 წლიდან მოყოლებული, ნეპალში, ავიაკატასტროფების შედეგად თითქმის 350 ადამიანია დაღუპული. ევროკავშირმა, უსაფრთხოების მიზეზების გამო, 2013 წლიდან ნეპალურ ავიაკომპანიებს მის საჰაერო სივრცეში გადაადგილება აუკრძალა.

Nepal Plane Crash: Rescue operations underway after a Yeti Airlines aircraft carrying 72 people onboard crashed on Sunday.#Nepalcrash #YetiAirlines pic.twitter.com/HnD8eD6lld
— CNBC-TV18 (@CNBCTV18News) January 16, 2023

წყარო: cnbctv18

მოამზადა: ანა სიბოშვილმა