ავტორი:

თელავში, 30 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს - რას აცხადებენ მომხდარზე ადგილობრივები

თელავში, 30 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს - რას აცხადებენ მომხდარზე ადგილობრივები

თელავში, 30 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ალაზნის ქუჩის 26 -ე კორპუსში მოხდა. ფაქტი, სავარაუდოდ, უბედურ შემთხვევას უკავშირდება.

მეზობლების ინფორმაციით, ის ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა. გარდაცვლილი აბაზანაში ახლობელმა იპოვა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილს რაიმე ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

"დილით ნახეს. არ ვიცით, რა ხდება. ქირით იყო, მგონი, გურჯაანელია. მარტო ცხოვრობს. ამბობენ, აბაზანაში ნახესო”, - აცხადებს მეზობელი.

ერთ-ერთი ვერსიით, ქალი ბუნებრივი გაზით გაიგუდა, თუმცა ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.