ავტორი:

რას გეგმავს სახელმწიფო ფემიციდის პრევენციისთვის - რა იცვლება კანონში ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგოდ? - ინტერვიუ შს მინისტრის მოადგილესთან

რას გეგმავს სახელმწიფო ფემიციდის პრევენციისთვის - რა იცვლება კანონში ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგოდ? - ინტერვიუ შს მინისტრის მოადგილესთან

ბოლო წლებია, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე მიმართვიანობის მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება. 2022 წლის 8 თვეში, ოჯახში ძალადობის ფაქტზე 5 827 შემაკავებელი ორდერი გაიცა, 4 574 შემთხვევაში კი, მსხვერპლი სწორედ ქალი იყო.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია მსხვერპლის მიმართ მოძალადის მიერ ადგილი ჰქონდეს, ერთდროულად ძალადობის სხვადასხვა ფორმას.

კერძოდ, გამოცემული ორდერებიდან 1461 შემთხვევევაში, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, 5 382 შემთხვევაში ფსიქოლოგიურს, თუმცა, ძალადობის სახეებს შორის გვხვდება ეკონომიკური (119), სექსუალური (24), იძულება (45), უგულებელყოფა (31) და ა.შ. სტატისტიკა აჩვენებს იმასაც, რომ ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში ხდება.

ქალთა მიმართ ძალადობისა და გახშირებული ფემიციდის ფონზე, სახელმწიფო არსებული კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის არსებული მექანიზმის გადახედვასა და დახვეწაზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებაში ამბობენ, რომ მათი ამოცანა, არა მხოლოდ მოძალადის შეკავება, არამედ ისიცაა, რომ მსხვერპლი პოლიციის მიმართ ნდობით განაწყოს და საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობის სურვილი გაუჩინოს.

რა ახალი მექანიზნები შეიძლება შემოვიდეს კანონში, რომელიც ქალთა მიმართა ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევებს შეამცირებს და როგორ აპირებს სახელმწიფო ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევასთან გამკლავებას, „ინტერპრსნიუსთან“ ინტერვიუში შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა...

- ბატონო ალექსანდრე, ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევები გახშირებულია. გვითხარით, რა სამართლებრივი მექანიზმები მოქმედებს ასეთი შემთხვევების წინააღმდეგ და იგეგმება თუ არა ამ მხრივ კანონში რაიმე სახის ცვლილებები?

- შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არაერთგზის იქნა გაცხადებული, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სამინისტროს მხრიდან არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ბოლო წლებია, უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას აწარმოებს არამხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო, არამედ სრულიად მართლმსაჯულების სისტემა - პროკურატურა, სასამართლო და ა.შ. საბოლოო ჯამში, ამ პროცესმა აჩვენა, რომ მოძალადის მიმართ მკაცრ პოლიტიკას შედეგი აქვს. ამაზე მეტყველებს ის, რომ პოლიციის მიმართ ნდობა მუდმივად იზრდება, მომართვიანობა მუდმივად მაღალია. მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ორიენტირებულია მსხვერპლის ინტერესებზე, მაქსიმალურად ვცდილობთ გარემო, სადაც მსხვერპლს საუბარი მოუწევს, მის საჭიროებებზე იყოს მორგებული და საბოლოო ჯამში, სახელმწიფომ ეფექტურად იმოქმედოს. სამინისტროს მხრიდან არაერთი ინიციატივა განხორციელდა, ძალადობის ჩამდენი პირის მიმართ სასჯელები გაიზარდა, ასევე ჩვენ დავნერგეთ მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლების, მა შორის, ქალების მხარდაჭერას და ეხმარება, რომ მათი პროცესში მონაწილეობა დამატებით მატრავმირებელი არ იყოს, მათ ასევე სთავაზობს იმ სერვისებს, რასაც სახელმწიფო ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის ახორციელებს. ასევე, კოორდინატორები ზრუნავენ იმისათვის, რომ მსხვერპლთათვის გასაგები და მარტივი იყოს მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობა. თითქმის, ყველა რეგიონში გვყავს კოორდინატორები, ვფიქრობ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს მიმართულება, რადგან ასეთი ტიპის დანაშაულების გამოძიების პროცესში მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ჩართულობა.

გარდა ამისა, 2020 წლიდან ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა დაინერგა, ეს არის დამატებით დაცვის მექანიზმი მსხვერპლთათვის. მოძალადის გადაადგილების კონტროლი ონლაინ რეჟიმში ხდება, ფაქტობრივად ხდება იმის კონტროლი, თუ რამდენად იცავს მოძალადე ორდერით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას - არ მიუახლოვდეს მსხვერპლს. იმისათვის, რომ მათი შეხვედრა, მათი მიახლოება აღკვეთილი იყოს, სამაჯურის სისტემა ნამდვილად ეფექტურად მოქმედებს. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით დაბალია თავად მსხვერპლთა მხრიდან თანამშრომლობა და ეს ერთ-ერთ გამოწვევად შეიძლება მივიჩნიოთ. ზოგადად, მედიის ჩართულობა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია, ვინაიდან არსებობს ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი, რომელიც მსხვერპლს მოძალადისგან იცავს, თუმცა ამის პარალელურად, ორდერების გამოცემის მაღალ ნიშნულს ვინარჩუნებთ. სადაც მაღალი რისკებია იმისა, რომ ძალადობა შესაძლოა განმეორდეს და გვაქვს საფუძველი, ამ მექანიზმით ვცდილობთ მსხვერპლი დავიცვათ.

ორი ორდერი არსებობს, დამცავი და შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელ ორდერს პოლიციელი გამოწერს, მაქსიმუმ 30 დღის ვადით, ამას დამატებით სასამართლოს მხრიდან დადასტურება არ სჭირდება, დამცავი ორდერი უფრო ხანგრძლივია, ის შეიძლება 9 თვემდე ვადით გამოიცეს. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო. ასევე,.დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

პირობები ფაქტობრივად შეიძლება მსგავსი იყოს, თუმცა ვადით არის განსხვავება. დამცავი ორდერის გამოცემის რაოდენობა შეზღუდული არ არის, იმდენჯერ შეიძლება გამოიცეს, რამდენჯერაც არსებობს ძალადობის განმეორების რისკი.

- ელექტრონული სამაჯურის გამოყენების გადაწყვეტილებას რა შემთხვევაში იღებთ და არის თუ არა ის შემაკავებელი ორდერის პარალელური ღონისძიება?

- როდესაც ქალი ძალადობის მსხვერპლია, ის მიმართავს პოლიციას და აღმოჩნდება, რომ მის მიმართ ჩადენილი ქმედება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რა თქმა უნდა, გამოძიება იწყება. თუკი ძალადობის განმეორების მყისიერი რისკია, ამ შემთხვევაში არსებობს სპეციალური კითხვარი, რომელსაც პოლიციელი მსხვერპლთან ერთად ავსებს, სადაც დეტალურად აღიწერება მათი ურთიერთობის წინარეისტორია, მიმდინარე ფაქტები - ჰქონდა თუ არა ადგილი ძალადობის შემთხვევებს, რა ტიპის ძალადობას ჰქონდა ადგილი, გამოიყენა თუ არა იარაღი, დამუქრებია თუ არა და ა.შ.. უნდა აღინიშნოს, რომ კითხვარი სამომავლო რისკებზეც აძლევს პოლიციელს შესაბამის ინფორმაციას. ამის შემდეგ, ქულათა სისტემაზე დაყრდნობით, მათ შორის, კითხვებზე პასუხების დაჯამებითაც, პოლიციელი გადაწყვეტილებას იღებს, გამოსცეს შემაკავებელი ორდერი თუ არა. არის შემთხვევები, როცა ქულები არ გროვდება, არ გვაქვს განმეორებითი ძალადობის რისკები და ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია შემაკავებელი ორდერი არ გამოიცეს. შემაკავებელი ორდერი არის ერთგვარი გაფრთხილების დოკუმენტი, რომელიც მოძალადეს სხვადასხვა აკრძალვას უწესებს, ეუბნება, რომ მსხვერპლს არ უნდა მიუახლოვდეს, კომუნიკაცია არ უნდა ჰქონდეს. ბუნებრივია, სხვა ტიპის შეზღუდვებსაც უწესებს, თუკი იარაღი აქვს, უნდა ჩააბაროს და ა.შ. გააგრძელეთ კითხვა