ავტორი:

სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდო

სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გოგაშვილის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განუცხადა, გოგაშვილი კვლევების მიზნით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და კვლევების ჩატარების შემდეგ, ყოფილი მაღალჩინოსანი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს.

შემდეგი სხდომა 23 იანვარს, 11:00 საათზე გაიმართება.