ავტორი:

"მემუქრებიან, რომ თუ ისევ გავაგრძელებ სააკაშვილის სიცოცხლეზე ხმამაღლა საუბარს, საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება" - პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი

"მემუქრებიან, რომ თუ ისევ გავაგრძელებ სააკაშვილის სიცოცხლეზე ხმამაღლა საუბარს, საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება" - პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი

მე მემუქრებიან, რომ თუ ისევ გავაგრძელებ სააკაშვილის სიცოცხლეზე ხმამაღლა საუბარს და საქართველოს სიტუაციაზე საუბარს, საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება, - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა, მალგოჟეტა გოშევსკამ განაცხადა.

მალგოჟეტა გოშევსკას თქმით, აღნიშნული მუქარა ოფიციალურ საუბარში გაისმა.

"მე არ მეშინია იმ მუქარის, რომელიც ისმის ჩემი მისამართით. მე მემუქრებიან, რომ თუ ისევ გავაგრძელებ პრეზიდენტის [მიხეილ სააკაშვილის] სიცოცხლეზე ხმამაღლა საუბარს და საქართველოს სიტუაციაზე საუბარს, საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება. ასეთი საფრთხე, ასეთი მუქარა მოისმინა ჩვენმა ელჩმა, რომელსაც პირდაპირ განუცხადეს ეს. მე მაგალითად, არ მაქვს რუსეთში და ბელარუსში შესვლის საშუალება ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე და თუ ამ ქვეყნებს დაემატება საქართველო, აქ ყველაფერი ნათელი იქნება... ასეთი მუქარა იყო ფორმალურ საუბარში, რომელიც ჩაატარეს პოლონეთის რესპუბლიკის ელჩთან, ბატონ მაშკიევიჩთან. ოფიციალურ საუბარში გაისმა ეს მუქარა. მე იმედი მაქვს, აქამდე არ მივა საქმე.

მინდა, საქართველო დაბრუნდეს ნორმალურ წრეზე და გვქონდეს საშუალება, რომ მოვინახულოთ პოლიტიკური პატიმრები. მე წლების განმავლობაში ვნახულობდი ციხეში ყოფილ პრემიერს, ბატონ ვანო მერაბიშვილს. მაშინ მქონდა ამის საშუალება, ახლა არ მაქვს ამის საშუალება და რამდენჯერმე სააკაშვილის ნახვაზე უარი მითხრეს, ასევე უარი მითხრეს გვარამიას მონახულებაზე“, - განაცხადა მალგოჟეტა გოშევსკამ „ფორმულასთან“, რომლის ინტერვიუს თარგმანიც ამავე ტელეკომპანიას ეკუთვნის.