ავტორი:

"პუტინმა ვალერი გერასიმოვს დონბასის მარტამდე დაკავება დაავალა" - უკრაინული დაზვერვა

"პუტინმა ვალერი გერასიმოვს დონბასის მარტამდე დაკავება დაავალა" - უკრაინული დაზვერვა

თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიციალური წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საოკუპაციო ძალების ახლად დანიშნულ მეთაურს, ვალერი გერასიმოვს დონბასის მარტამდე დაკავების განკარგულება მისცა.

„ეს არ არის პირველი ვადები. ეს ვადები ყოველ ჯერზე გადაიდო. ერთი წელი გავიდა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან და ერთი წელი მას შემდეგ, რაც მათ „სამ დღეში აიღეს კიევი“. ამჯერადაც არაფერი გამოვა“, - აღნიშნა ანდრეი იუსოვმა.

მისი თქმით, პუტინი არ ღალატობს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, და უკრაინელების, როგორც ერის განადგურების გეგმებს.