ავტორი:

"დღითიდღე შესაძლებელია ველოდოთ დამძიმებას და გამოსავალი ძალიან ცუდი იქნება" - ვილი პაჭკორია სააკაშვილზე

"დღითიდღე შესაძლებელია ველოდოთ დამძიმებას და გამოსავალი ძალიან ცუდი იქნება" - ვილი პაჭკორია სააკაშვილზე

საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტის, ვილი პაჭკორიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები, პაციენტის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უნდა დაჩქარდეს.

როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნებით უცხოეთის მაღალკვალიფიურ კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანონ.

"საქართველოს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები და ექიმები მოვუწოდებთ სასამართლოს იმისკენ, რომ რაც შეიძლება დააჩქაროს განხილვის პროცესი, რადგან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ითმენს. დღითიდღე შესაძლებელია ველოდოთ დამძიმებას და შემდგომში გამოსავალი იქნება ძალიან ცუდი და ნუ მივიყვანთ პროცესს იმ მდგომარეობამდე, რომ შემდგომ მძიმე პაციენტს ვერ უშველოს უცხოეთის კლინიკებმა. აქედან გამომდინარე, ჩვენი თხოვნაც და მოთხოვნაც არის, სასამართლო პროცესები ჩატარდეს სწრაფი ტემპით და მიღებული იქნას პაციენტის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო გადაწყვეტილება, რადგან იგი დროულად გადაიყვანონ ჰუმანიტარული მიზნებით უცხოეთის მაღალკვალიფიურ კლინიკაში სამკურნალოდ. იქ, სადაც ადამიანური რესურსები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გააჩნიათ შესაბამისი სირთულის პაციენტის მართვისთვის”, - განაცხადა ვილი პაჭკორიამ.