ავტორი:

"ხალხთან კოალიციის გაკეთებას ვაპირებ - ერთადერთი გამოსავალი რევოლუციური ცვლილებებია და ქვეყნის გადმოტრიალება" - ხაბეიშვილი

"ხალხთან კოალიციის გაკეთებას ვაპირებ - ერთადერთი გამოსავალი რევოლუციური ცვლილებებია და ქვეყნის გადმოტრიალება" - ხაბეიშვილი

ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებებია და ჩვენი ქვეყნის გადმოტრიალება იმიტომ, რომ „მოღალატეობრივმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა რუსეთისკენ უკვე გადაატრიალა”,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ის „ქართველ ხალხთან და ნამდვილ ოპოზიციონერებთან” ერთად კოალიციის შექმნას გეგმავს.

"ნაცვლად პროცესების დაჩქარებისა, ჩვენ ვხედავთ, რომ მიზანმიმართულად აჭიანურებენ პროცესებს. ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რომ ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე. შესაბამისად, მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ერთადერთი გამოსავალი არსებობს ამ ყველაფრიდან ეს არის საქართველოში რევოლუციური ცვლილებები. რევოლუციური ცვლილებების გარეშე და ქვეყნის გადმოტრიალების გარეშე, იმიტომ, რომ „ქართული ოცნებამ“ გადაატრიალა ეს ქვეყანა რუსეთისკენ, არაფერი არ გამოვა, ამიტომ მოვუწოდებ ყველას მოვემზადოთ მოქმედებისთვის და ბრძოლისთვის. ბრძოლის გარეშე ჩვენ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალური ოცნება გახდის რუსეთის გუბერნიად.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ბრძოლის გარდა არაფერი დაგვრჩენია - პრეზიდენტის თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის, სხვა გამოსავალი ბუნებაში არ არსებობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებებია და ჩვენი ქვეყნის გადმოტრიალება, იმიტომ რომ „მოღალატეობრივმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა რუსეთისკენ უკვე გადაატრიალა. მინდა საზოგადოებას დავპირდე, რომ ქართველ ხალხთან კოალიციის გაკეთებას ვაპირებ. ასევე, ქართველ ხალხთან და ყველა ნამდვილ ოპოზიციონერთან, რომელსაც ამ ქვეყნის გადმოტრიალება და ქვეყანაში სწრაფად უნდა რევოლუციური ცვლილებები. იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებენ. ნამდვილი ოპოზიციონერი იძულებული გახდება ჩაერთოს პროცესში, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებისკენ მიმართული, მე ამაში ვარ დარწმუნებული და ამის პირობას საზოგადოებას ვაძლევ”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.