ავტორი:

რუსეთში აცხადებენ, რომ საქართველოსთან საზღვარზე დააკავეს პირი, რომელიც უკრაინისთვის ჯაშუშობდა

რუსეთში აცხადებენ, რომ საქართველოსთან საზღვარზე დააკავეს პირი, რომელიც უკრაინისთვის ჯაშუშობდა

რუსეთში აცხადებენ, რომ საქართველოსთან საზღვარზე დააკავეს პირი, რომელიც უკრაინისთვის ჯაშუშობდა. როგორც რუსული მედია წერს, დაკავებული დსთ-ს ერთ-ერთი ქვეყნის მცხოვრებია, 28 წლისაა და ბრალად ედება უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობა.

მედიისთვის უცნობია, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული და არც ისაა ცნობილი, თუ რომელი მიმართულებით გადაკვეთა ლარსის გამშვები პუნქტი.

მათი ცნობით, დაკავების დროს მამაკაცის მობილურში აღმოჩნდა ომთან დაკავშირებული ინფორმაციები, კორესპონდენციები და მისი მობილურის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ის უკრაინულ მხარეს აწვდიდა ინფორმაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკის ადგილმდებარეობის შესახებ.

წყარო