ავტორი:

აშშ-ში 4 წლის ბავშვმა შინიდან ცეცხლსასროლი იარაღი გაიტანა და თამაშობდა, რის გამოც პოლიციამ მცირეწლოვნის მამა დააკავა

აშშ-ში 4 წლის ბავშვმა შინიდან ცეცხლსასროლი იარაღი გაიტანა და თამაშობდა, რის გამოც პოლიციამ მცირეწლოვნის მამა დააკავა

აშშ-ში, კერძოდ ინდიანას შტატში, დააკავეს მამაკაცი, რადგანაც მისმა 4 წლის შვილმა, შინიდან ცეცხლსასროლი იარაღი აიღო და ნივთით დერეფანში თამაშობდა.

45 წლის შეინ ოსბორნს ბრალი უგულებელყოფაში ედება. მამაკაცის დაკავება პირდაპირ ეთერში, გადაცემა "პატრულში" აჩვენეს.

ამავე გადაცემაში გავიდა სათვალთვალო კამერების მიერ აღბეჭილი კადრები, სადაც ჩანს როგორ ერთობა მცირეწლოვანი იარაღით და ამ პროცესში ჩახმახსაც კი გამოჰკრავს ხელს.

ოსბორნმა თავდაპირველად პოლიციასთან უარყო, რომ მის ოჯახში იარაღი ინახებოდა, თუმცა ნივთი პოლიციამ ჩხეკის შედეგად, მის ბინაში იპოვა, რაც მისი დაკავების საფუძველი გახდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში, აშშ-ში პირველკლასელმა მოსწავლემ მასწავლებელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. გაურკვეველია, როგორ მოიპოვა 6 წლის ბავშვმა ცეცხლსასროლი იარაღი. მაშინ, როდესაც სკოლას, სადაც დაახლოებით 550 მოსწავლე სწავლობს, ლითონის აღმომჩენი დეტექტორი გააჩნია და შენობაში შესვლამდე თითოეულ მოსწავლეს ამოწმებენ.

ასევე იხილეთ: