ავტორი:

კიევის ოლქში, ვერტმფრენის ჩამოვარდნას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი ემსხვერპლნენ

კიევის ოლქში, ვერტმფრენის ჩამოვარდნას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი ემსხვერპლნენ

კიევის ოლქში, ბროვარში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა. კიევის გუბერნატორის, ოლექსი კულებას განცხადებით, ტრაგედიის დროს, ბავშვები და პერსონალი საბავშვო ბაღის შენობაში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები ადგილზე მუშაობენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 16 ადამიანი, მათ შორის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი დაიღუპნენ.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანების გარდაცვალებაზე ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი, იგორ კლიმენკო ავრცელებს.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">The scale of the fire after the helicopter crash in <a href="https://twitter.com/hashtag/Brovary?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#Brovary</a>. According to the police, three people were killed and five have been injured. <a href="https://t.co/qMjR3cuaZp">pic.twitter.com/qMjR3cuaZp</a></p>&mdash; NEXTA (@nexta_tv) <a href="https://twitter.com/nexta_tv/status/1615623473556226050?ref_src=twsrc%5Etfw">January 18, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>