ავტორი:

ავიაკატასტროფა კიევის ოლქში: დაღუპულია16 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები - რა ხდება ცნობილი მომხდარ ტრაგედიაზე?

ავიაკატასტროფა კიევის ოლქში: დაღუპულია16 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები - რა ხდება ცნობილი მომხდარ ტრაგედიაზე?

ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 16 ადამიანი, მათ შორის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი დაიღუპნენ.

• უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო წერს, რომ ვერტმფრენი საბავშვო ბაღს დაეცა და არიან დაშავებული ბავშვები:

კიევის მახლობლად, ბროვარში საშინელი ტრაგედია მოხდა!

დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი ხელმძღვანელობა, მინისტრი, მისი პირველი მოადგილე და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი.

A terrible tragedy happened in Brovary near Kyiv!

The entire leadership of the Ministry of Internal Affairs died: the minister, his first deputy and the state secretary of the ministry.

The helicopter with them fell on the kindergarten. There are injured children.
— Oleksiy Goncharenko (@GoncharenkoUa) January 18, 2023

ვერტმფრენი საბავშვო ბაღს დაეცა. არიან დაშავებული ბავშვები", - წერს გონჩარენკო.

• უკრაინის პოლიციის უფროსის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 2 ბავშვია, 10 მოზარდი კი კლინიკაშია გადაყვანილი.

"დღეს დილით, 18 იანვარს, ბროვარში ჩამოვარდა ვერტმფრენი. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა შსს-ს ხელმძღვანელობა: მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე და სახელმწიფო მდივანი.

სულ ცნობილია 16 დაღუპულის შესახებ, მათ შორის 2 ბავშვია.

სტაციონარში 22 დაზარალებულია, მათგან 10 ბავშვი", - წერს იგორ კლიმენკო.

ნახეთ ასევე: