ავტორი:

"დენისი, ევგენი, იური, შსს-ს გუნდი, უკრაინის ნამდვილი პატრიოტები... ტკივილი ენით გამოუთქმელია" - ზელენსკი ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე

"დენისი, ევგენი, იური, შსს-ს გუნდი, უკრაინის ნამდვილი პატრიოტები... ტკივილი ენით გამოუთქმელია" - ზელენსკი ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში, ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა.

ქვეყნის პირველმა პირმა, დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.

„დენისი, ევგენი, იური, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი... უკრაინის ნამდვილი პატრიოტები. მშვიდად განისვენონ! დაე, ყველამ, ვინც ამ შავ დილას გარდაიცვალა, მშვიდად განისვენოს!“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ბროვარში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა.

„ამ წუთის მონაცემებით, 15 ადამიანია გარდაცვლილი. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა დგინდება“, - განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა.

ზელენსკის თქმითვე, ამ წუთის მონაცემებით, 3 ბავშვი დაიღუპა, 25 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის 10 ბავშვი.

„ტკივილი ენით გამოუთქმელია. ვერტმფრენი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს უკრაინის ეროვნულ პოლიციასთან და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობით დავავალე, მომხდარის ყველა გარემოება გაარკვიოს. ტრაგედიის ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ: