ავტორი:

ატირებული ოლენა ზელენსკა - პირველ ლედის უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ მაშინ შეატყობინეს, როცა დავოსში სიტყვით გამოსვლისთვის ემზადებოდა(ფოტოები)

ატირებული ოლენა ზელენსკა - პირველ ლედის უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ მაშინ შეატყობინეს, როცა დავოსში სიტყვით გამოსვლისთვის ემზადებოდა(ფოტოები)

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა დღეს დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისთვის ემზადებოდა, როცა მას უკრაინაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ შეატყობინეს.

ზელენსკამ ამ ამბის მოსმენისას ცრემლები ვერ შეიკავა.

ცნობისთვის, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი, დღეს,18 იანვარს, დილით ჩამოვარდა კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან. ვერტმფრენის ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფთაგან არავინ გადარჩენილა. ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლნენ უკრაინელი მაღალჩინოსნები - უკრაინის შს მინისტრი, დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.

ბოლო მონაცემებით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, ხმელეთზე დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. დაშავდა 29 ადამიანი, მათგან 15 ბავშვი.