ავტორი:

გერმანულ ენაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ნინო ხარატიშვილს კარლ ცუკმაიერის მედალი მიენიჭა

გერმანულ ენაში  შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ნინო ხარატიშვილს კარლ ცუკმაიერის მედალი მიენიჭა

გერმანულ ენაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ნინო ხარატიშვილს კარლ ცუკმაიერის მედალი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.

"დღეს, 18 იანვარს, 19:00 სთ-ზე (გერმანიის დროით) მაინცის სახელმწიფო თეატრში მწერალს, დრამატურგსა და თეატრის რეჟისორს ნინო ხარატიშვილს რეინჰალდ-პფალცის პრემიერ-მინისტრი მალუ დრაიერი კარლ ცუკმაიერის მედალს გადასცემს. ლიტერატურული პრემია 1979 წლიდან ყოველწლიურად გაიცემა გერმანულ ენაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

როგორც პრემიერ-მინისტრი დრაიერი ამბობს, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე ნინო ხარატიშვილის რომანები განსაკუთრებით აქტუალური და ემოციურია. მიუხედავად იმისა, რომ მის ნაწარმოებებში მრავლად არის წარსულის აჩრდილები, თუმცა არასდროს ქრება სინათლე, რომლითაც ასე წააგავს კარლ ცუკმაიერის შემოქმედებას." - ვკითხულობთ მწერალთა სახლის განცხადებაში.

ნინო ხარატიშვილი გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერალი, რეჟისორი და დრამატურგია. ის გერმანულ ენაზე წერს და მისი ნაწარმოებები მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი.