ავტორი:

"ეს სიცრუე და ბინძური პროპაგანდაა... აღნიშნული პიროვნება გახლავთ უკრაინელი დევნილი" - რას წერს ვაშაძე ინფორმაციაზე, რომ ბინას რუსეთის მოქალაქეზე აქირავებს

"ეს სიცრუე და ბინძური პროპაგანდაა... აღნიშნული პიროვნება გახლავთ უკრაინელი დევნილი" - რას წერს ვაშაძე ინფორმაციაზე, რომ ბინას რუსეთის მოქალაქეზე აქირავებს

სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ეხმიანება "რუსთავი 2" - ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომლის მიხედვითაც ვაშაძე ბინას რუსეთის მოქალაქეებზე აქირავებს. მისი განცხადებით, ეს "სიცრუე და ბინძური პროპაგანდაა". როგორც ვაშაძე წერს, მდგმური, რომელზეც სიუჟეტში იყო საუბარი, უკრაინელია და არა რუსი. ვაშაძის თქმით, აღნიშნული პიროვნება მისმა ოჯახმა, როგორც დევნილი, სრულიად უსასყიდლოდ შეიფარა.

"ბოლომდე ლუსტრირებული პრორუსი ხელისუფლება, როგორც ჩანს, ძალიან ააღელვა ბოლოდროინდელმა იმ გადაწყვეტილებებმა და სამოქმედო გეგმებმა, რომელიც “სტრატეგია აღმაშენებელმა” პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა და რომლის განხორციელებასაც უახლოეს დღეებში დავიწყებთ. პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება და მისი მედია ცდილობს, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, თითქოს "სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ ბინა რუსებს მიაქირავა, რაც არის სიცრუე და ბინძური პროპაგანდა!

სინამდვილეში, აღნიშნული პიროვნება გახლავთ უკრაინელი დევნილი, რომელიც ანაზღაურების გარეშე შეიფარა გიორგი ვაშაძის ოჯახმა ისევე, როგორც ომის დაწყების პირველ თვეებში ზრუნავდა 15 უკრაინელ დევნილ ბავშვზე და დახმარების ხელი გაუწოდა უკრაინაში მცხოვრებ ქართულ და უკრაინულ ოჯახებს, რისი რეკლამირება და ამით თავმომწონეობა არასდროს გვიცდია. ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოება არ აჰყვება ამ პრიმიტიულ კამპანიებს და ამის გამო უარს არ იტყვის ლაჩარი და მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგობის არაძალადობრივ პროტესტში მონაწილეობაზე! ძალა ერთობაშია! საქართველო გაიმარჯვებს!" - წერს ვაშაძე "ფეისბუქში".

ასევე იხილეთ: