ავტორი:

"ავსტრალიური მედია წერს, რომ გუდაურში უცხოელ ინსტრუქტორებს ადგილობრივები მუშაობის საშუალებას არ აძლევენ და ემუქრებიან" - რას წერს თაზო დათუნაშვილი?

"ავსტრალიური მედია წერს, რომ გუდაურში უცხოელ ინსტრუქტორებს ადგილობრივები მუშაობის საშუალებას არ აძლევენ და ემუქრებიან" - რას წერს თაზო დათუნაშვილი?

ავსტრალიური მედია წერს, რომ გუდაურში უცხოელ ინსტრუქტორებს ადგილობრივები მუშაობის საშუალებას არ აძლევენ, შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკური ძალადობით ემუქრებიან, - ამის შესახებ "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

თაზო დათუნაშვილის განცხადებით, თუ შინაგან საქამეთა სამინისტრო და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები სათანადო რეაგირებას არ მოახდენენ, ეს დაანგრევს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და ნდობას ქვეყნის მიმართ.

"ავსტრალიური მედია წერს, რომ გუდაურში უცხოელ ინსტრუქტორებს ადგილობრივები მუშაობის საშუალებას არ აძლევენ, შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკური ძალადობით ემუქრებიან! ორ კვირაში ბაკურიანში „ფრისტაილის“ მსოფლიო ჩემპიონატი იწყება!

ამბავი მარტივადაა, უცხოელი სერტიფიცირებული ინსტრუქტორები ჩამოდიან და კურორტზე დამსვენებლებს სთავაზობენ თავის სერვისებს, ანუ ბიზნესს აკეთებენ. ამ ბიზნესს უკვე წლებია ადგილობრივებიც აკეთებენ, ისინიც თხილამურზე დგომას ასწავლიან დამსვენებლებს.

ერთი რამაა აქ მთავარი, ეს “კომერციული კონფლიქტი" ჩხუბამდე და ცემა-ტყეპამდე მივიდა, პოლიცია აქ სადაა? შსს რას აკეთებს? აი ყაზბეგის ის პოლიცია, ალუდა ღუდუშაური, რომ აჩუქა საქართველოს! თქვენ მართლა ხომ არ გადაირიეთ ხალხო? თემურ წყობილებას ვაბრუნებთ? სისხლით უნდა გადაწყდეს კონფლიქტი მაინც და მაინც?

სამარცხვინოა უკვე ეს ყველაფერი და თქვენმა სამარცხვინოობის ამბავმა უკვე ავსტრალიაშიც კი ჩააღწია!

გინდა დავოსში იარეთ, გინდა მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარეთ, აი ამ ერთ ამბავს შეუძლია ათწლეულების მანძილზე დაანგრიოს კურორტის რეპუტაცია და ეს მხოლოდ გომელაურისა და მისი პოლიციის ბრალი იქნება!“, - აცხადებს თაზო დათუნაშვილი.