ავტორი:

"ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მათ შორის სპეცოპერაციით, არის ომის შეჩერების მცდელობა" - პუტინი

"ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მათ შორის სპეცოპერაციით, არის ომის შეჩერების მცდელობა" - პუტინი

რუსეთმა ომი უკრაინის წინააღმდეგ დონბასში ომის შესაჩერებლად დაიწყო. BBC-ის რუსული რედაქციის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომისა და ბლოკადას გადარჩენილ რუს ვეტერანებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც სანკტ-პეტერბურგში შედგა.

"ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებთ, მათ შორის სპეცოპერაციით, არის ამ ომის შეჩერების მცდელობა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინა ტრაგედიის გზას ჯერ კიდევ 2014 წელს დაადგა, როდესაც პუტინის აზრით, ქვეყანაში „ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო შეიარაღებული გადატრიალება“ მოხდა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი მტკიცება, რომ დონბასის მიწები, პირველ რიგში, რუსულია.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინის სასარგებლოდ ზარალს შეეგუა, მაგრამ იქ მცხოვრები „საკუთარი ხალხის“ შეურაცხყოფას ვერ შეეგუა.

როგორც მედია წერს, პუტინმა კიდევ ერთხელ გააჟღერა თავისი დაუსაბუთებელი ბრალდებები იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო კიევის ხელისუფლებამ ხალხის განადგურება მხოლოდ რუსული კულტურისადმი კუთვნილების და რუსული ლაპარაკის სურვილის გამო.